დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვის

შეკვეთები, ველი და გაყიდვები — ერთ სისტემაში

კლიენტი თვითონ უკვეთავს, აგენტი და მერჩენდაიზერი ველიდან მუშაობს, ოფისი ყველაფერს ერთ ეკრანზე ხედავს. შეკვეთა პირდაპირ ERP-ში გადადის.

დემო 30 წუთი · შენი კატალოგით · ფასი მოთხოვნით

24/7კლიენტი უკვეთავს ზარის გარეშე
0ხელით გადაწერილი შეკვეთა
ERP / 1Cორივე მიმართულებით
KA / ENყველა აპი ორ ენაზე
პროდუქტი

ხუთი ინსტრუმენტი, ერთი კატალოგი

ყველა ერთსა და იმავე ფასებსა და კლიენტებზე მუშაობს — არაფერი მეორდება და არაფერი იკარგება.

მყიდველის აპი

რესტორანი და მაღაზია თვითონ უკვეთავს — თავისი ფასებით.

  • შეკვეთის გამეორება
  • აქციები და სიახლეები
  • ჩატი მომწოდებელთან
დეტალურად

სავაჭრო აგენტის აპი

კლიენტები ჯიბეში: მარშრუტი, ისტორია, შეკვეთა ადგილზე.

  • ვინ არ შეუკვეთა დღეს
  • ახალი კლიენტის მოძიება
დეტალურად

ოფისი

შეკვეთების დადასტურება, ფასები, აქციები, გუნდი.

  • ERP-ში ავტომატურად
  • ფასები კლიენტის პირობებით
დეტალურად
ახალი

მერჩენდაიზერის აპი

მარშრუტები, ვიზიტები ფოტოებით, სუპერვაიზერის შეფასება და ბონუსის ავტომატური დათვლა.

  • დღის მარშრუტი ტელეფონში
  • თაროს ფოტო, MSL და შეტყობინებები ველიდან
  • ანაზღაურება და ბონუსი თითოეულ ადამიანზე
დეტალურად

ანალიტიკა და AI

ჰკითხე ქართულად: „რა გაიყიდა გუშინ ვაკეში?“

  • გაყიდვები, მარაგი, მოგება
  • ყოველდღიური დასკვნები
დეტალურად
ვისთვის

სამი როლი — ერთი სისტემა

დისტრიბუტორები

შეკვეთები, ფასები, აგენტები და მერჩენდაიზერები ერთ ოფისში; მყიდველი თვითონ უკვეთავს, შეკვეთა კი პირდაპირ გადადის ERP-ში.

გაიგე მეტი

მწარმოებლები

საკუთარი კატალოგი და ფასები დისტრიბუტორების ქსელში; ხედავ რა და სად იყიდება, ტელეფონის ზარებისა და ჩატების გარეშე.

გაიგე მეტი

მაღაზიები და HoReCa

შეკვეთა ტელეფონიდან, ნებისმიერ დროს, მომწოდებლის ფასებით; ისტორია და ხელახალი შეკვეთა ერთ ღილაკზე.

გაიგე მეტი
რა იცვლება

შეკვეთებს აღარ გადაწერ ზარებიდან

დღეს

  • კლიენტი რეკავს ან WhatsApp-ში წერს
  • ოფისი ხელით გადაწერს — რაოდენობა და ფასი ირევა
  • მერჩენდაიზერის ფოტოები ჩატებშია მიმოფანტული
  • ბონუსს Excel-ში ითვლი

Octopus-ით

  • კლიენტი თვითონ უკვეთავს, ნებისმიერ დროს
  • ფასი ყოველთვის სწორია, შეკვეთა ERP-ში მიდის
  • ყველა ვიზიტი და ფოტო ერთ ადგილას, შეფასებით
  • ბონუსი თვის ბოლოს თავისით ითვლება
დაწყება

დემოდან პირველ შეკვეთამდე

  1. 1

    კატალოგი და ფასები

    ERP-დან ან Excel-იდან.

  2. 2

    გუნდი და მარშრუტები

    აგენტები, მერჩენდაიზერები, ობიექტები.

  3. 3

    კლიენტების მოწვევა

    ბმულით — ელფოსტით შედიან.

  4. 4

    პირველი შეკვეთა

    ოფისი ადასტურებს, ERP იღებს.

AI ასისტენტი

ჰკითხე შენს მონაცემებს — ქართულად

ოფისის AI პასუხობს ციფრებით: გაყიდვები, მარაგი, კლიენტები, აგენტები. პროდუქტს იპოვის, შეცდომით რომ დაწერო.

რა გაიყიდა გუშინ?ვინ არ შეუკვეთა 2 კვირა?რომელი SKU იწურება?
AI ასისტენტის შესახებ
რომელმა კლიენტებმა შეამცირეს შეკვეთა ამ თვეში?
ოქტომბერში 14 კლიენტმა შეამცირა 30%-ზე მეტით. ყველაზე დიდი ვარდნა: მარკეტი „ორი ნაბიჯი“ #35 (−42%), რესტორანი „ნაპერწკალი“ (−38%). გინდა სია აგენტების მიხედვით?
კი, აგენტებით
ილუსტრაციული მაგალითი სადემონსტრაციო მონაცემებით
ინტეგრაცია და უსაფრთხოება

მუშაობს იმასთან, რაც უკვე გაქვს

ERP / 1C და Excel

კატალოგი, ფასები და შეკვეთები ორივე მიმართულებით.

ევროპის სერვერები

მონაცემები ფრანკფურტშია.

იზოლირებული მონაცემები

ერთი დისტრიბუტორი მეორისას ვერ ხედავს.

ქართული და ინგლისური

ყველა აპი ორივე ენაზე.

ნახე შენი კატალოგით — 30 წუთში

ფასი მოთხოვნით: დემოზე ერთად გავიგებთ, რა გჭირდება. რესტორანი ან მაღაზია ხარ? ჰკითხე შენს მომწოდებელს Octopus-ზე.